20:27 - 28 May, 2026
|
2023-08-08 15:36:26, 585 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აგვისტოს ომის გმირების სახელზე აგებულ ტაძარში 2008 წელს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. "უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და საქართველოს წინაშე მათი ღვაწლი გაიხსენეს. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის ფონდის თაოსნობით აშენდა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)