00:34 - 29 May, 2026
|
2023-08-07 14:17:13, 755 ნახვა
საზოგადოება
კოლომინა - დამწუხრებული ვარ შოვში მომხდარის გამო, გულწრფელი სამძიმარი ქართველებს ნატოსგან
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. კოლომინა ნატოს სახელით ქართველ პარტნიორებს სამძიმარს უცხადებს. "ღრმად დამწუხრებული ვარ შოვში ტრაგიკული მეწყერის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს ნატოსგან. ფიქრებით მსხვერპლთან და მათ ახლობლებთან ვართ", - წერს კოლომინა Twitter-ზე. შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 16 პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ეპიცენტრიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)