|
2023-08-07 10:06:46, 833 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის უწყებაში გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებთ, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა. გლოვის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ადმინისტრაციულ შენობებზე, ასევე საქართველოს მასშტაბით განთავსებულ სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და შესაბამისად, თავდაცვის უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება 9 აგვისტოს 00:00 საათამდე. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღეა 8 აგვისტოც - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)