00:37 - 29 May, 2026
|
2023-08-07 09:26:43, 824 ნახვა
საზოგადოება
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
რაჭაში, ონის მუნიცაპლიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში დღეს გლოვის დღეა. სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. სახელმწიფო დროშებია ასევე დაშვებული პარლამენტისა და თავდაცვის სამინისტროს შენობებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საგარეო უწყებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე. შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 16 პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ეპიცენტრიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)