|
2023-08-06 12:54:20, 1977 ნახვა
საზოგადოება
შოვის სტიქიის შედეგად დაღუპულები და დაკარგულები - ვინ არიან ისინი
სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სამაშველო სამუშაოები სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ისევ იძებნება და-ძმა ყარალაშვილები. ისინი შოვის კოტეჯებში მეგობართან ერთად ისვენებდნენ. დაკარგულია გუტაშვილებისა და მაისურაძეების ოჯახი - ერთად 9 ადამიანი. მათთან ერთად იყო მათი მეგობარი, დავით ბერიაშვილი, რომლის ცხედარიც 5 აგვისტოს ამოიცნეს ოჯახის წევრებმა. “ამ მთავრობის პირობებში მთებშიც აღარ დარჩა თავისუფლება” - ესაა მისი ბოლო აქტივობა ფეისბუკზე. რაჭიდან პოსტი 2 აგვისტოს საღამოს არის გამოქვეყნებული. ჯერაც ეძებენ ზაზა მესხსა და მის 3 შვილს. ოჯახი, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს, ორშაბათიდან ისვენებდა უწერაში, - სოფელში, რომელიც შოვიდან დაახლოებით 25 წუთის სავალზეა. ისვენებდნენ ავთო ყავლაშვილის კოტეჯში. შოვში ხუთშაბათს მანქანით ავიდნენ. თემურს და ნიკას ეძებს დეიდაშვილი, ნათია ჩუბინიძე. მისი ინფორმაციით, ღვარცოფის მოვარდნისას ორივე მამისონის კოტეჯების ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყვნენ. ოჯახი ეძებს ქეთევან ლობჟანიძეს, რომელიც, მისი ქმრის ბიძაშვილის ცნობით, “სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ეძებენ 4 წლის გიორგი ხორბალაძესაც. ამ დრომდე ვერ პოულობენ ნატო ჭელიძეს მის სამ შვილთან ერთად. ახლობლები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას ლევან რაზმაძის გაუჩინარების შესახებ. დაკარგულები არიან და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები. მათი დეიდა და დეიდაშვილები, - შორენა ბიჭაშვილი და მარიამ და კოტე მაისურაძეები. მათი ბიძაშვილი, ნატო ჭელიძე სამი მცირეწლოვანი ბავშვით. “კაბინეტებში სხედხართ მაინც და გეგმა ჩამომიწერეთ როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამის მერე . მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი” - მიმართავს მეგის და გიგის უფროსი და, მარიტა გუტაშვილი ონის მერიას და სხვა მაღალჩინოსნებს. გიორგი გოგინაშვილი ერთ-ერთი პირველია იმ ადამიანებს შორის, რომელის ცხედარიც სამძებრო სამუშაოების დაწყების დროს იპოვეს. შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა შორის არის 31 წლის ქსენია ტრიჩევა, რუსეთის მოქალაქე. ინფორმაცია დაადასტურა შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესთა სექციამ. 5 აგვისტოს დადასტურდა ალინა პოლიკოვსკას დაღუპვის ფაქტი. ის ზაზა მესხის ცოლია, რომელიც ამ დრომდე დაკარგულთა შორისაა. 5 აგვისტოს, დღის ბოლო ამოიცნეს ოჯახის წევრებმა დავით ბერიაშვილის ცხედარი. დავით ბერიაშვილი მეგობრებთან, და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილებთან ერთად იყო შოვში. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, სალომე ხეთაგურიც გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები სოციალური ქსელით იტყობინებიან. ამასთან, ერთ-ერთი დაღუპული ნინო კენჭაძეა - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება და ნათქვამია, რომ ცხედარი მამამ ამოიცნო. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ტერიტორიაზე ნახეს ცხედარი. ნინო კენჭაძესთან ერთად სტიქიის ზონაში ორი ახალგაზრდა გოგო, გვანცა ბუბაშვილი და სალომე ხეთაგური, იმყოფებოდენენ. სალომე ხეთაგურის გარდაცვალების შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფებსიც დაიწერა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე მედიასთან ამბობს, რომ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებიდან 12 ადამიანია იდენტიფიცირებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)