|
2023-08-05 17:58:10, 904 ნახვა
საზოგადოება
შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ადამიანის ცხედრიდან 7 იდენტიფიცირებულია
შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ადამიანის ცხედრიდან 7 იდენტიფიცირებულია, - აღნიშნულის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 21 ადამიანს კვლავ ეძებენ. "ამ დროისთვის 7 ცხედარია იდენტიფიცირებული, თუმცა პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებითაც" - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)