|
2023-08-05 17:42:46, 862 ნახვა
საზოგადოება
შოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო
რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შოვში უკვე მოეწყო დროებითი ხიდი და სრულდება სამანქანო გზის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმოებას. "ამასთან, გრძელდება უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზების გაყვანის სამუშაოები. ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სამაშველო ოპერაციის ფარგლებში. ამ ეტაპზე, ადგილზე 43 ერთეული ტექნიკა მუშაობს, საიდანაც 15 ერთეული უშუალოდ სტიქიის არეალშია. ამასთან, რამდენიმე ათეული ტექნიკა დაემატება. 3 აგვისტოს, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)