|
2023-08-05 17:15:23, 688 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე მთივლიშვილზე - მინდა ყველას მოვუწოდო, თავი დაანებონ სტიქიით მანიპულირებას
გელა მთივლიშვილი ავრცელებს ფოტოს, სადაც არის ერთერთი ადამიანი, რომელსაც შვილი ჰყავს დაკარგული, იქვე მიწერილი აქვს, რომ ეს კაცი არის უყურადღებოდ და არავინ ელაპარაკებოდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობდნენ. ზუსტად ამ ფოტოს გადაღებამდე ორი წუთით ადრე, ამ კაცს ელაპარაკებოდა შალვა პაპუაშვილი 15 წუთის განმავლობაში. დაინახა, მაინც გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ კაცი არ არის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი დაანებონ სტიქიით მანიპულირებას. „გელა მთივლიშვილი, არ ვიცი რომელი მედიასაშუალებაა, ავრცელებს ფოტოს, სადაც არის ერთერთი ადამიანი, რომელსაც შვილი ჰყავს დაკარგული და იქვე მიწერილი აქვს, რომ ეს კაცი არის უყურადღებოდ და არავინ მას არ ელაპარაკებოდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობდნენ. ზუსტად ამ ფოტოს გადაღებამდე ორი წუთით ადრე, ამ კაცს ელაპარაკებოდა შალვა პაპუაშვილი 15 წუთის განმავლობაში. დაინახა, მაინც გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ კაცი არ არის. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო, თავი დაანებონ სტიქიით მანიპულირებას, ეს არასწორია და მართლა გამაოგნებელია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)