|
2023-08-05 15:26:39, 979 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის ზონაში სტუდენტების ნინო კენჭაძის და სალომე ხეთაგურის ცხედრები იპოვეს
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, სალომე ხეთაგურიც გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები სოციალური ქსელით იტყობინებიან. ამასთან, ერთ-ერთი დაღუპული ნინო კენჭაძეა - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება და ნათქვამია, რომ ცხედარი მამამ ამოიცნო. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ტერიტორიაზე ნახეს ცხედარი. ნინო კენჭაძესთან ერთად სტიქიის ზონაში ორი ახალგაზრდა გოგო, გვანცა ბუბაშვილი და სალომე ხეთაგური, იმყოფებოდენენ. სალომე ხეთაგურის გარდაცვალების შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფებსიც დაიწერა. გვანცა ბუბაშვილის შესახებ ინფორმაცია არ არის, ბოლო მონაცემებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ექსპრესნიუსს" უთხრა, რომ სახელებით და გვარებით იდენტიფიკაციას უწყება ვერ მოახდენს. დადასტურებული ინფორმაციით, ამ დროისთვის რაჭაში სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა. შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - მაშველები 25-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)