|
2023-08-05 15:03:09, 933 ნახვა
საზოგადოება
ვარჰეი - სამძიმარს ვუცხადებ შოვში დაღუპულთა ოჯახებს, ვლოცულობთ ქართველ ხალხთან ერთად
ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს შოვში. ვარჰეი იმედოვნებს, რომ სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებით ჩატარდება. "სამძიმარს ვუცხადებ შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ვიმედოვნებ, რომ სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებით ჩატარდება. ჩვენ ვლოცულობთ ქართველ ხალხთან ერთად", - წერს ვარჰეი Twitter-ზე. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლებმა სტიქიის ზონაში 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველები 25-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)