|
2023-08-05 14:30:27, 872 ნახვა
საზოგადოება
ილჰამ ალიევი - გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას მსხვერპლების ოჯახებისა და ახლობლების, საქართველოს მეგობრული ხალხის მიმართ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მისი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. საქართველოს პრემიერმინისტრისთვის გაგზავნილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ ალიევი დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს. "ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, უკიდურესად ვწუხვართ შოვის საკურორტო ზონაში ძლიერი მეწყრის შედეგად ფართომასშტაბიანი ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გამო. ვიზიარებ თქვენს ტკივილს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას თქვენი, მსხვერპლების ოჯახებისა და ახლობლების, საქართველოს მეგობრული ხალხის მიმართ, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით. დაშავებულებს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და ვისურვებ, რომ სტიქიის მიერ გამოწვეული შედეგები მალე აღმოიფხვრას," - ნათქვამია ილჰამ ალიევის წერილში. შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება - მაშველები 25-მდე ადამიანს ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)