|
2023-08-05 13:31:56, 1291 ნახვა
საზოგადოება
ზაზა მესხის მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს, ბავშვების პოვნა ვერ ხერხდება
ჰოლანდიიდან საქართველოში ჩამოსული ქართველის ზაზა მესხის მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს, თავად ზაზა მესხის და მისი 3 შვილის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება - ამის შესახებ, ოჯახის წევრმა განაცხადა. "პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში და დავადგინეთ რომ ალინა პოლიკოვსკა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. რაჭაში ეძებენ ხუთსულიან ოჯახს, რომელიც ამ დღეებში რაჭაში, უწერაში ისვენებდა, ხოლო 3 აგვისტოს, როცა მეწყერი ჩამოწვა, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ოჯახის ახლობლის ავთო ყავლაშვილს ინფორმაციით, იგი შოვთან ახლოს, უწერაში ცხოვრობს და ზაზა მესხი, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, მის კოტეჯში ისვენებდა. „ავტომანქანით წავიდნენ შოვის დასათვალიერებლად, მაგრამ არც მანქანა ჩანს და ვერც ამ ადამიანებს ვუკავშირდებით. 3 აგვისტოს, 12 საათის შემდეგ, კონტაქტზე აღარ გამოსულან. არც მანქანა ჩანს, არც ეს ოჯახი ჩანს“ – ამბობს ავთო ყავლაშვილი. მისი თქმით, ოჯახი ჰოლანდიაში ცხოვრობს და აქ დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)