|
2023-08-04 17:54:08, 652 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა სასტუმრო ჩემი ავტომობილით დატოვეს
სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა დატოვეს სასტუმრო, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისმა ცოლ-შვილმა შოვი, სტიქიის ზონა ვერტმფრენით დატოვა. კალაძის თქმით, მისმა სამმა მცირეწლოვანმა შვილმა სასტუმრო მისივე ავტომობილით დატოვა. "ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი არა, ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით რაჭას, ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. თუმცა, გუშინ არდადეგები დამთავრდა და სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება რაც დღეს გვაქვს სახეზე", - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც სტიქიის ზონაში თავისი ოჯახის წევრებს ეძებდა , „ტვ პირველთან“ განაცხადა, რომ სტიქიის დროს პირველ რიგში სასტუმროდან ვერტმფრენით კახი კალაძის ოჯახის წევრების ევაკუირება მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)