|
2023-08-04 14:46:17, 628 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო - ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაკარგულთა პოვნისთვის ვლოცულობთ
აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. აშშ-ის საელჩოში აღნიშნავენ, რომ მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია. "ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისთვის. ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა. მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლებმა სტიქიის ზონაში 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველების მიერ ათობით პირი ევაკუირებულია, რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ადგილზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენთან ერთად, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, სხვა საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)