01:09 - 29 May, 2026
|
2023-08-04 12:40:52, 595 ნახვა
საზოგადოება
რიჟვაძე - განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები, ვიზიარებ სრულიად საქართველოს ტკივილს
განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები. მთელი ქვეყანა შეძრა სტიქიის შედეგად გამოწვეულმა უბედურებამ,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ავრცელებს. რიჟვაძე გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. "დიდი გულისტკივილით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების და ჩვენი ხალხის დიდ მწუხარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მაშველები შეძლებენ დაკარგული ადამიანების პოვნას და გადარჩენას. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახალხო დღესასწაული "შუამთობა", რომელიც 5 აგვისტოს იყო დაგეგმილი, გადაიდო. ვიზიარებ სრულიად საქართველოს ტკივილს. საკუთარ ოჯახებში მშვიდობით და უვნებლად დაბრუნებას ვუსურვებ ჩვენს მოქალაქეებს", - ნათქვამია თორნიკე რიჟვაძის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)