|
2023-08-04 02:31:44, 601 ნახვა
საზოგადოება
რაჭაში, სტიქიის ზონაში მომუშავე საჯარო რეესტრის ამზომველები უსაფრთხოდ არიან
რაჭაში, სტიქიის ზონაში მომუშავე საჯარო რეესტრის ამზომველები უსაფრთხოდ არიან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საამზომველო ჯგუფები ონის რაიონში მომხდარ სტიქიას გადაურჩნენ. საამზომველო სამუშაოები რაჭაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ადგილზე მუშაობდა 35 ამზომველი. ამზომველთა ჯგუფების დროებითი საცხოვრებელი შოვში, უშუალოდ სტიქიის ზონაში მდებარეობდა და სრულად დაზიანებულია. შემთხვევის დროს თითოეული მათგანი მეწყერული ზონიდან მოშორებით, ველზე ახორციელებდა საამზომველო სამუშაოებს. საბედნიეროდ, ყველა მათგანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. სააგენტომ სტიქიის დაწყებისთანავე, დაუყოვნებლივ მოახდინა თითოეული მათგანის ტრანსპორტირება ქალაქ თბილისში. ამ დროისთვის საჯარო რეესტრის ყველა ამზომველი (მთელი ქვეყნის მასშტაბით) იმყოფება მათთვის უსაფრთხო გარემოში. შეგახსენებთ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრის ამზომველები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახორციელებენ საამზომველო სამუშაოებს, მათ შორის რაჭაშიც. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)