|
2023-08-03 12:30:01, 546 ნახვა
საზოგადოება
ამაღლების ჩიხის მიმდებარედ არსებული ფერდობი და ბილიკები დასუფთავდა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მთაწმინდის რაიონში დასუფთავების აქცია ჩაატარეს. საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა ამაღლების ჩიხის მიმდებარედ არსებული ფერდობი და ბილიკები. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია მთაწმინდის რაიონის გამგებელთან, დავით კირკიტაძესთან ერთად გაეცნო. „დასუფთავების ღონისძიებებს თბილისის ათივე რაიონში ვაგრძელებთ. ამჯერად ჩვენმა თანამშრომლებმა მთაწმინდაზე გამწვანებული სივრცე დაასუფთავეს. მოქალაქეებს ვთხოვთ, გავუფრთხილდეთ ბუნებას და საყოფაცხოვრებო ნარჩენი მხოლოდ კონტეინერებში მოვათავსოთ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ 20-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. დასუფთავების ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით სისტემატურად ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)