|
2023-08-02 19:23:46, 1330 ნახვა
საზოგადოება
ომბდუსმენი N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების მონიტორინგის სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების მონიტორინგის სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს. მონიტორინგის მიზანს ქალი პატიმრების მიმართ მოპყრობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა და წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების შეფასება წარმოადგენდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, N5 დაწესებულებაში კვლავ არ არის საკმარისი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის სათანადოდ უზრუნველსაყოფად. ომბუდსმენის თანახმად, პრობლემად რჩება ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა. "სამედიცინო მომსახურების საკითხის შემოწმებისას დადგინდა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტი ერთ თვეზე მეტი ელოდა სპეციალისტის კონსულტაციას. კვლავ პრობლემას წარმოადგენს გეგმიური სამედიცინო მომსახურების მისაღებად სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში პაციენტთა დროული გადაყვანა. ფსიქიატრიული დახმარება არ ატარებს ბიო-ფსიქო-სოციალურ ხასიათს. ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგს არ აქვს რეგულარული ხასიათი და ის მხოლოდ დაწესებულებაში პატიმრების პირველადი მოთავსებისას, ერთჯერადად ტარდება. ადრეულ დიაგნოსტიკას და პრევენციული მიდგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროული გამოვლენისა და მართვისთვის. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებს სათანადო ყურადღება დაეთმობა და შესაბამისი ზომების მიღებით, N5 დაწესებულებაში ქალ პატიმართა მდგომარეობა გაუმჯობესდება", - ნათქვამია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)