21:46 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 18:05:51, 1213 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტი გამოავლინა და ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი სხვადასხვა უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა და ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ, ჯამში 581 237 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთებს, რაც ფიქტიურად დაარეგისტრირა სხვადასხვა მოქალაქის სახელზე. უკანონო გზით მოპოვებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მან  აღნიშნული მიწის ნაკვეთები  ოჯახის წევრის სახელზე გადააფორმა, რის შემდეგაც ნაწილი მათგანი გაასხვისა.

"სამართალდამცავებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა", მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლება) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics