|
2023-08-02 14:12:37, 802 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი მინდია ესაძე თანამდებობას ტოვებს
საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი კონსტანტინე (მინდია) ესაძე თანამდებობას ტოვებს. ესაძის განცხადებას კინოაკადემიია სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ესაძე აღნიშნავს, არ აქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ კინოაკადემიის ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს. "მსურს, მივმართო კინოაკადემიის ძვირფას წევრებს, პატივცემულ კოლეგებს. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაა. კინოაკადემიას სჭირდება თავდაუზოგავი შრომა და ყოველდღიური ჩართულობა მის ფუნქციონირებაში. სამწუხაროდ, თუ, პირადად ჩემთვის, საბედნიეროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, უმეტესად, მიწევს საზღვარგარეთ მოღვაწეობა - როგორც მოქმედ კინოოპერატორს, არ აღმომაჩნდა საკმარისი დრო, მივიღო სრულფასოვანი მონაწილეობა კინოაკადემიის ცხოვრებაში. ჩემი პრეზიდენტობის ორი წლის განმავლობაში მრავალი კეთილი საქმე გაკეთდა და ამისი უშუალო შემოქმედი და შემსრულებელი იყო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა აბრამიშვილი. ვუხდი მას განსაკუთრებულ მადლობას გვერდში დგომისა და ასეთი ზრუნვისთვის, უამრავი სიკეთისთვის, რაც გაკეთდა. მადლობა ყველას, ვინც დამიჭირა მხარი წინა არჩევნებში. იმედი მაქვს, დანიშნული არჩევნების შემდეგ მოსული ახალი პრეზიდენტი ღირსეულად გაართმევს თავს მის მოვალეობას და მრავალ ახალ ინიციატივას შესთავაზებს აკადემიის წევრებს და კინო მოღვაწეებს. ვუსურვებ კინოაკადემიას წარმატებებს!", - ნათქვამია ესაძის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)