14:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 11:21:47, 913 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - არ დავუშვებთ, უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის პოლიტიკურმა მომენტებმა ურთიერთობა გააფუჭოს

არ დავუშვებთ, რამე პოლიტიკურმა მომენტებმა გააფუჭოს ურთიერთობა უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ორი ქვეყნისთვის საერთო მტერზე გამარჯვების საკითხი ყველაზე მაღლა დგას.

"დიდად ვაფასებთ პოლონეთის ისტორიულ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენთან ერთად იქცა ევროპის ნამდვილ ფარად ზღვიდან ზღვამდე და ამ ფარში არ შეიძლება, რომ ერთი ბზარიც კი იყოს. არ დავუშვებთ, რამე პოლიტიკურმა მომენტებმა გააფუჭოს ურთიერთობა უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის. ემოციები აუცილებლად უნდა გაცივდეს. ჩვენი ერების თავისუფლება და კეთილდღეობა, ჩვენი ევროპული ღირებულებები და გამარჯვება საერთო რუს მტერზე, ყველაზე მაღლა დგას",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი ვასილი ზვარიჩი დაიბარა. პოლონეთის დიპლომატიურ უწყებაში განმარტავენ, რომ ელჩის დაბარება უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს უკავშირდება.

მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი ბარტოშ ციხოცკი პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელის, მარჩინ პშიდიჩის განცხადებების გამო იყო დაბარებული.

პშიდიჩმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ უკრაინას დიდი მხარდაჭერა აქვს პოლონეთისგან და რომ ქვეყანამ „უნდა დაიწყოს იმ როლის შეფასება, რომელიც პოლონეთმა ითამაშა უკრაინისთვის ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics