|
2023-08-01 21:34:39, 832 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში დაკავებული უკრაინელი ქალი - პოლიციამ ხელები ამომიტრიალა, დარტყმაც ვიგრძენი
ბათუმში, აქციაზე დაკავებულმა უკრაინის მოქალაქემ, მარინა ჩობანიანმა განაცხადა, რომ პოლიციამ მას უხეშად და აგრესიულად ეპყრობოდა. მისივე თქმით, დაკავების მომენტში მას პოლიციამ ხელები ამოუტრიალა და რამდენჯერმე დარტყმაც იგრძნო, რის შედეგადაც სილურჯეები ახლაც აქვს. "ძალიან უხეშად მექცეოდნენ, ერთი უკიდურესად აგრესიული იყო. დამაკავეს ქუჩაში, სადაც აქციის მონაწილეებიც იყვნენ. მერე წამიყვანეს ისეთ ადგილას, სადაც მარტო პოლიციელები იყვნენ. იქ უკვე ძალიან უხეშად მეპყრობოდნენ. არსებობს ვიდეო დაკავების და იქ ყველაფერი თითქოს ნორმალურად ჩანს, მაგრამ მანამდე, ვიდრე ვიდეოს არავინ იღებდა და სანამ მანქანაში ჩამსვამდნენ, ძალის გადამეტება იყო. დროშა მქონდა შემოხვეული და მხსნიდნენ, რატომ, ვერ მივხვდი. არც უკანონობაა და არც არავის არაფერს უშავებდა. შოკში ჩავვარდი, როდესაც მხსნიდნენ დროშას და ხელი ჩავჭიდე. ამ დროს ხელები ამომიტრიალეს, თითებს მამტვრევდნენ, რამდენჯერმე დარტყმაც ვიგრძენი. სილურჯეები ახლაც მაქვს", - აღნიშნა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)