|
2023-08-01 14:56:27, 691 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, მეღვინეობის დარგით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგები ჩატარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 17 ლოკაციაზე, მეღვინეობით დაინტერესებული პირებისა და მარნების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები ჩატარდა. მონაწილეებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისგან მიიღეს ინფორმაცია ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე: ღვინის კომპანიის რეგისტრაცია, მევენახეობა და ვენახების კადასტრი, რთველის აღრიცხვა და ნაშთების წარმოება, არაყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების რეგულაცია, ხარისხის კონტროლი, სერტიფიცირების ეტაპები, ეტიკეტირება, ღვინის ეროვნული სააგენტოს როლი მარკეტინგულ აქტივობებში. ტრენინგების მხარდამჭერი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები. ტრენინგები 1-ელი ივნისიდან 31 ივლისამდე პერიოდში როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში გაიმართა. სასწავლო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება თბილისში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჩატარდა. ტრენინგებზე დასწრება უფასო იყო. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)