|
2023-08-01 13:12:15, 703 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩაატარეს
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენები და მეორადი საბურავები გაიტანეს. დასუფთავების აქციაში ჩართული იყო კომპანიის სპეცტექნიკა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე გაეცნენ. „სამწუხაროა, რომ მსგავსი ადგილების დასუფთავების შემდეგ, კვლავ მეორდება სამშენებლო ნარჩენისა და მეორადი საბურავების უკანონოდ განთავსების ფაქტები. ყოველდღიურად ვუხსნით მოქალაქეებს, რომ ეს კანონდარღვევაა. მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ „თბილსერვის ჯგუფისა“ და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ვერ მოერევიან ამ პრობლემას. აღნიშნულ ტერიტორიაზეც გამკაცრდება კონტროლი და ყველა კანონდამრღვევი პირი დაჯარიმდება“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო ნარჩენების კანონიერად განთავსების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)