|
2023-07-31 14:50:14, 618 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - ეს არის მართლაც გარდამტეხი პროექტი, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიღების თანასწორ შესაძლებლობას მისცემს
ეს არის, მართლაც, გარდამტეხი პროექტი, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიღების თანასწორ შესაძლებლობას მისცემს როგორც საქართველოში, ისე - საქართველოს ფარგლებს გარეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. აზარაშვილის განმარტებით, სახელმწიფომ საფუძველი ჩაუყარა ისტორიულ პროექტს, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის ხარისხიან ჯანდაცვას უზრუნველყოფს. „2022 წლის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობის ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფის მიზნით, უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა - ბავშვებისთვის ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა მკაფიოდ აისახა სამთავრობო პოლიტიკასა და გრძელვადიან სტრატეგიაში, რაც გულისხმობს ქვეყნის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში, ხელმისაწვდომი გახდეს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრი. ამისთვის, იგეგმება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის მოწყობა, რისთვისაც ვთანამშრომლობთ მრავალწლიანი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის მქონე საერთაშორისო პარტნიორებთან. დაწყებულია აქტიური მუშაობა გამოცდილი ექსპერტების რეკომენდაციით გადაიდგა უკვე ქმედითი ნაბიჯები, სახელმწიფოს ბაზაზე, მულტიპროფილური კლინიკის შესაქმნელად“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდსა“ და პარტნიორ კლინიკებს შორის ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, მკურნალობას ისრაელში, ესპანეთში, თურქეთსა და საქართველოში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით შეძლებენ. პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრი“ და „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)