|
2023-07-31 12:05:39, 555 ნახვა
საზოგადოება
პროექტ „დიდგორელების“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა
საგანმანათლებლო პროექტის „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტში გამოვლენილი გამარჯვებული გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. "გრიგოლ გიორგაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდა თაობაში ცოდნისა და განათლების, ასევე საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. პირველი ადგილის მფლობელს მან სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. მონაწილეებს კი, პროექტის ავტორებისა და მხარდამჭერებისგან წიგნები, მედალიონები და სერტიფიკატები გადაეცათ. „დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას ისახავს მიზნად. შიდასასკოლო ტურებიდან ფინალის ჩათვლით, პროექტში 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს საგანმანათლებლო ტურებში მონაწილეობის შესაძლებლობაც ჰქონდათ",- ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)