|
2023-07-30 18:03:37, 774 ნახვა
საზოგადოება
„დავხვდეთ ოკუპანტებს ისე, როგორც იმსახურებენ“ - ხვალინდელ აქციას „ლელოც“ უერთდება
ხვალ, დილის 6 საათზე, დავხვდეთ ოკუპანტებს ისე, როგორც იმსახურებენ - ერთად დავიცვათ ამ ქვეყნის ღირსება და თავმოყვარეობა, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის წევრმა, ვაჟა დარჩიამ განაცხადა. ვაჟა დარჩიამ ბათუმის მოსახლეობას მოუწოდა, რომ ხვალ, დილის 6 საათზე შეუერთდნენ აქციას. "ხვალ დილის 6 საათზე ბათუმის ნავსადგურში ისევ შემოდის რუსული საკრუიზო გემო ასტორია გრანდე. ბორტზე ამჯერად პირდაპირ პუტინის პროპაგანდისტები არიან. ადამიანები, რომლებიც ამართლებენ უკრაინაში ომს და გარდა ამისა, ამ გემის მგზავრები ვნახეთ, რომ არ იცავენ საქართველოს კანონებს, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ოკუპაციის კანონს. გამომდინარე აქედან, მე მოვუწოდებ ბათუმელებს, რომ ხვალ, დილის 6 საათზე, დავხვდეთ ოკუპანტებს ისე, როგორც ისინი იმსახურებენ - შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი და ერთად დავიცვათ ამ ქვეყნის ღირსება და თავმოყვარეობა, - განაცხადა ვაჟა დარჩიამ. ცნობისთვის, საკრუიზო გემი Astoria Grande, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში, 27 ივლისს შემოვიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი Astoria Grande-მ გუშინვე საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)