|
2023-07-30 15:21:42, 636 ნახვა
საზოგადოება
„მობილური იუსტიციის სახლი" მთელ საქართველოშია
პროექტი სპეციალურად შემუშავდა ქალაქებისგან მოშორებით მდებარე დასახლებებისათვის და საშუალებას აძლევს სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, იუსტიციის სახლში მისვლის გარეშე, საკუთარი სახლის ჭიშკართან მიიღონ სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-ზე მეტი სერვისი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში მომსახურების გაცემის პროცესს დღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილეები - ბექა ძამაშვილი და ბუბა ლომუაშვილი დაესწრნენ. "მობილური იუსტიციის სახლის" პროექტი 2021 წლის სექტემბერში აჭარის რეგიონში დაიწყო და 2 წელზე ნაკლებ დროში მთელი საქართველო დაფარა. ის 10 რეგიონის – სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, გურიის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის – სოფელებს მოიცავს. პროექტის ამოქმედებიდან დღემდე "მობილური იუსტიციის სახლის" სერვისებით 42 000 ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)