|
2023-07-29 17:11:11, 904 ნახვა
საზოგადოება
ავარიას გლდანში 25 წლის ფეხმძიმე ქალი ემსხვერპლა, საჭეს ნასვამი მძღოლი მართავდა
გლდანში მომხდარ ავარიას 25 წლის ორსული გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტრაილერს შეეჯახა, შემდეგ კი ქალს, დარტყმის შედეგად კი სატვირთომ მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზიანა. დაზიანების გამო აფეთქების საშიშროება შეიქმნა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ავარიის შედეგად დაზიანდა კიდევ 3 ავტომობილი. „ჯერ ტრაილერს დაეჯახა, გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა და შემდეგ მას დაეჯახა, რამდენჯერმე დაარტყა, მერე გაზის მილებს დაეტაკა. ახალგაზრდა გოგო იყო, ორსული, 25 წლის. ამ კორპუსის უკან ცხოვრობს. მანქანა ჩქარა მოდიოდა, თან არ იყო ფხიზელი, ვინც საჭესთან იჯდა, თან პრავაც არ ჰქონდა“, - განუცხადა „ტვ პირველს“ თვითმხილველმა. წინასწარი ცნობით, ბრალდებულები დაკავებულია, თუმცა ამ ეტაპზე რა მუხლითაა დაწყებული გამოძიება უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)