|
2023-07-28 21:42:06, 899 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაურკვეველი ვადით გადაიდო
ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაურკვეველი ვადით გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია People - Real Estate ავრცელებს. კომპანია მომხდარის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ მომავალი ღონისძიების თარიღს საზოგადოებას აუცილებლად შეატყობინებს. "სამწუხაროდ, გატყობინებთ, რომ გამოფენა EXPO-BATUMI 2023, რომელიც თავდაპირველად 29 და 30 ივლისს უნდა გამართულიყო, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო და ღონისძიების ჩატარების თარიღს აუცილებლად შეგატყობინებთ. მადლობთ გაგებისთვის", - წერს People - Real Estate შეგახსენებთ, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ირაკლი ფირცხალავას კომპანია, People - Real Estate ბათუმში 29-30 ივლისს უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვას გეგმავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)