|
2015-02-10 11:08:00, 647 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს
„11-მა წამყვანმა აკადემიურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ დამასახელა უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. მე ამ წარდგენას ვიღებ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. ქუცნაშვილის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში ყველა იმ ორგანიზაციის საინციატივო ჯგუფს შეხვდება და მართლმასაჯულების სფეროში საკუთარ ხედვებს გააცნობს. მისი თქმით, შეხვედრაზე მოწვეულნი იქნებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, თუკი მას პარლამენტი და პრეზიდენტი მხარს დაუჭერენ, ის „ქართული ოცნების“ წევრობაზე უარს იტყვის. „თუ პრეზიდენტი და პარლამენტი მხარს დაუჭერენ ჩემს კანდიდატურას, ვდგები იმ ვალდებულების წინაშე, რომ დავტოვო მმართველი პარტიის წევრობა“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)