|
2023-07-28 13:05:35, 928 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით, შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შრომითი ინტეგრაციის სოციალური მეწარმეობის გაძლიერების ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციის მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2 წლიანი ვადით გაფორმდა და მემორანდუმის ფარგლებში, ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით, არაერთი მხარდამჭერი პროექტი განხორციელდება:
„ბაზისბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძლობს სოციალური პროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვარ, რომ ჩვენსა და CSRDG-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში არაერთ საინტერესო და სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციისა და ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის მიმართულებებით“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)