|
2023-07-28 11:39:17, 1308 ნახვა
საზოგადოება
საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმში კიდევ ერთ მოგზაურობას გეგმავს
საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმში კიდევ ერთ მოგზაურობას, სახელწოდებით, "ვარსკვლავური კრუიზი" გეგმავს. ASTORIA GRANDE ბათუმის პორტში 31 ივლისს, დაახლოებით, 06:00 საათზე შემოვა და ქალაქს გვიან ღამით დატოვებს. როგორც ტურისტული მოგზაურობის აღწერაშია მითითებული, ბათუმში გემით რუსული ტელეკომპანია RU.TV-ის წამყვანები და რუსული ესტრადის წარმომადგენლები ჩამოვლენ. ბორტზე იქნებიან მომღერლები: დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი, ტესტოსტერონი, ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი. ASTORIA GRANDE-ს საკრუიზო მოგზაურობა 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით პერიოდსა და მარშრუტს - სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული-სოჭი მოიცავს. შეგახსენებთ, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 27 ივლისს შემოვიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ გუშინვე საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)