|
2023-07-26 13:59:56, 891 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, თავდაცვის ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, მიხეილ ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული პირი 2007 წლიდან დათხოვნილია თავდაცვის ძალებიდან და არ მსახურობს თავდაცვის ძალებში. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ეხმიანება სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას თავდაცვის ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, მიხეილ ამაღლობელთან დაკავშირებით, თითქოს თავდაცვის სამინისტრომ სამსახურებრივ ვითარებაში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს არ აღმოუჩინა სათანადო დახმარება. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნული პირი 2007 წლიდან დათხოვნილია თავდაცვის ძალებიდან და არ მსახურობს თავდაცვის ძალებში. მას ჯარში ყოფნის პერიოდში, სამსახურებრივ ვითარებაში არ მიუღია არანაირი დაზიანება. აქედან გამომდინარე, ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მცდარი და ინსტიტუციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს და ასრულებს ყველა ვალდებულებას სამხედრო მოსამსახურეების მიმართ“,- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)