|
2023-07-26 11:54:57, 750 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - „მშვიდობის ხიდის“ რეაბილიტაცია დასრულდა
„მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ხიდის რეაბილიტაციის პროცესი უცხოელი და ქართველი სპეციალისტების აქტიური ზედამხედველობით განხორციელდა. „დავიწყეთ „მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, საჭიროებდა განახლებასა და მოწესრიგებას. ამჟამად, დაახლოებით, 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები უკვე დასრულებულია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის საკიდებს, რისთვისაც სპეციალური კონსტრუქციები მოეწყო, აღდგა დეფორმირებული კიბეებიც. ამასთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხარეს რეაბილიტირდა ხიდის დაზიანებული ბურჯი. დღეს „მშვიდობის ხიდი“ ყველანაირად უსაფრთხოა, სამუშაოები კი დასრულებული. ერთადერთი, რაც დარჩა და მომდევნო თვეების განმავლობაში გაკეთდება, ხიდზე ახალი განათებების მონტაჟია“,- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)