|
2023-07-25 21:36:52, 2190 ნახვა
სხვადასხვა
გაუჩინარებული ჩეჩენი მომღერალი ზელიმხან ბაკაევი კადიროვის რეჟიმმა ჰომოსექსუალობის გამო მოკლა
ჩეჩენი მომღერალი ზელიმხან ბაკაევი, რომელიც 2017 წელს უკვალოდ გაუჩინარდა, სავარაუდოდ, სამართალდამცავებმა მოკლეს. ამის შესახებ კრიზისული ჯგუფის "SK SOS"-ის გამოძიებაშია ნათქვამი. უფლებადამცველები დარწმუნებულები არიან, რომ ბაკაევი ჰომოსექსუალობაში ეჭვმიტანილი იყო და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მომღერალი დროის უმეტეს ნაწილს მოსკოვში ატარებდა და არ სჯეროდა, რომ მისი მოკვლა შეიძლებოდა. ბაკაევი რუსეთში დარჩა ავადმყოფი დედის მოვლის აუცილებლობის გამო. ორგანიზაციის თანამოსაუბრის თქმით, ბაკაევზე მის ყოფილ პარტნიორს შეეძლო მოხსენება. ის ასევე ცხოვრობდა მოსკოვში და ჰქონდა კავშირი ჩეჩნეთის სამართალდამცავ ორგანოებთან. როდესაც ბაკაევის ჰომოსექსუალობის შესახებ ინფორმაცია ჩეჩნეთის ხელმძღვანელს რამზან კადიროვს მიაღწია, მან თითქოსდა უბრძანა მასთან ანგარიშის გასწორება. SK SOS-ის ცნობით, კადიროვი მომღერალს პირადად იცნობდა, ხელი ჩამოართვა და ჰომოსექსუალობა პირად შეურაცხყოფად მიიჩნია. უფლებადამცველების თქმით, არტისტს სიკვდილამდე დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ. ჩეჩნეთის ხელისუფლებამ უარყო მათი მონაწილეობა ბაკაევის გაუჩინარებაში, ხოლო უფლებადამცველები მის გაუჩინარებას „გეებზე ნადირობას“ უკავშირებდნენ. გამოძიების ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ მომღერლის ცხედარი ოჯახს გადასცეს. ზელიმხან ბაკაევის გაუჩინარების შემდეგ, დედამ პოლიციაში შეიტანა საჩივარი და დახმარება სთხოვა შვილის ძებნაში, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)