|
2023-07-24 14:57:51, 715 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე ფოტოგრაფის და დიზაინერის ირმა შარიქაძის ბრენდის - Irma De Flore-ის ახალ, ექსკლუზიურ კოლექციას მასპინძლობს
"თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მომხმარებელს ქართული და უცხოური ბრენდების გამორჩეულ კოლექციას სთავაზობს, 25 ივლისიდან, ვიზუალური არტისტის, ფოტოგრაფის და დიზაინერის ირმა შარიქაძის ბრენდის - Irma De Flore-ის აჭარული ნაქარგობის მოტივებზე შექმნილ კოლექციის წარდგენას უმასპინძლებს. კოლექცია, რომლის დათვალიერებას და შეძენას ექსკლუზიურად "თიბისი კონცეპტის" სივრცეში შეძლებთ, აერთიანებს პროექტ „აჭარული მზითვის ფერის” ფარგლებში გადაღებულ ფოტონამუშევრებს და აჭარელი ქალების მიერ ხელით მოქარგულ კაფსულა კოლექციას - მაისურებს, ჩანთებს, ბალიშებს და სხვა. "თიბისი კონცეპტის" მხარდაჭერით არაერთი ინიციატივა განხორციელდა. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურმა სივრცემ, გასულ წლებში, აჭარული ნაქარგობის თემაზე ირმა შარიქაძის ფოტონამუშევრების გამოფენას, დოკუმენტური ფილმის - „აჭარული მზითვის ფერი" - ჩვენებასა და პანელურ დისკუსიებს უმასპინძლა. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, "თიბისი კონცეპტში" წარდგენილი კოლექციიდან, შეარჩიონ სასურველი ნივთები და "თიბისი კონცეპტ" ბარათით გადახდისას დაიბრუნოს გადახდილი თანხის 15%. კოლექციის წარდგენა: 25 ივლისი | 19:00 საათი. მისამართი: "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)