|
2023-07-24 10:29:25, 801 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ“ და საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს წიგნები გადასცა
მიმდინარე წლის 18 ივლისს, საქართველოს ფოსტისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს ეწვივნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. მათი ცნობით, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცეს. „შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ფოსტასა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, მიმდინარე წელს, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას ისახავს მიზნად. აღნიშნულ ეტაპზე, წიგნები გადაეცა, გორის მუნიციპალიტეტის შემდეგი სკოლების ბიბლიოთეკებს: დიცის საჯარო სკოლა, არბოს საჯარო სკოლა და მერეთის საჯარო სკოლა. პროექტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ერთი წელი გაგრძელდება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნების თემატურად შერჩევას, ხოლო „საქართველოს ფოსტა“ შეძენასა და მიწოდებას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ფოსტა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ აქტივობებში აქტიურად არის ჩართული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)