|
2023-07-24 09:21:48, 822 ნახვა
საზოგადოება
მერია - დედაქალაქის ქუჩების ყოველდღიურ რეჟიმში მორეცხვა გრძელდება
დედაქალაქის ქუჩები სპეცტექნიკით ყოველდღიურად ირეცხება. ამჯერად კოსტავას ქუჩა, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირები, ასევე, მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები და კონტეინერები მოირეცხა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, დავით ფაჩულიასთან ერთად გაეცნო. „ზაფხულის ცხელ დღეებში დავიწყეთ ქუჩების ინტენსიური მორეცხვა. ეს სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. ყველა რაიონში ცენტრალური ქუჩები იქნება დასუფთავებული, ასევე მოირეცხება მიწისქვეშა გადასასვლელები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები და ტერიტორია, სადაც ეს ურნებია განთავსებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 100-მდე ქუჩას, მიწისქვეშა გადასასვლელებს და ნაგავშემკრები კონტეინერებს სისტემატურად რეცხავს. „კვირაში 2-3-ჯერ, ზოგ შემთხვევაში ყოველდღე ირეცხება აღნიშნული ქუჩები. გარდა ამისა, მიმდინარეობს დასუფთავების აქციები და საჭიროების შემთხვევაში ეს პროცესი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. დღესვე გზის სავალი ნაწილი მოირეცხა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ასევე, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე. დედაქალაქის მასშტაბით, მორეცხვის სამუშაოები სხვადასხვა ქუჩაზე ყოველდღიურად, ღამის პირველ საათზე იწყება და დილის 06:30-მდე გრძელდება. სამუშაო პროცესში ჩართულია 20-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)