|
2023-07-23 13:01:08, 1370 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი ოდესაზე - რუს ტერორისტებს სამაგიერო აუცილებლად მიეზღვებათ - ისინი იგრძნობენ შურისძიებას
რუს ტერორისტებს ოდესის გამო სამაგიერო აუცილებლად მიეზღვებათ, ისინი იგრძნობენ შურისძიებას,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, "რუსულ ბოროტებას გამართლება ვერ ექნება". "რეკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი შენობებისა და საკათედრო ტაძრის წინააღმდეგ. რუსულ ბოროტებას გამართლება ვერ ექნება. როგორც ყოველთვის, ბოროტება დამარცხდება. რუს ტერორისტებს ოდესის გამო სამაგიერო აუცილებლად მიეზღვებათ, ისინი იგრძნობენ შურისძიებას. ყველას, ვინც ამ ბოლო ტერაქტის შედეგად დაზარალდა, დახმარებას უწევენ. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ხალხს ეხმარება და ყველასი, ვინც ფიქრებით და ემოციებით ოდესასთანაა. ჩვენ ამას გადავლახავთ, აღვადგენთ მშვიდობას. ამისთვის კი, რუსული ბოროტება უნდა დავამარცხოთ",- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)