|
2023-07-23 12:36:59, 1361 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება ოდესაზე - მოვუწოდებ ყველას, დაგმოს ეს ბარბაროსული ომის დანაშაული
მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და ორგანიზაციას, დაგმოს ეს ბარბაროსული ომის დანაშაული,- ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს. კულებას განცხადებით, რუსეთი კვლავ კლავს ხალხს და ანგრევს საკულტო ნაგებობებს. "რუსული რაკეტები კლავს ხალხს და ანგრევს UNESCO-ს მიერ დაცულ საკულტო ადგილებს ოდესაში. ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მთავარ პორტზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, არის თავდასხმა მთელ გლობალურ საზოგადოებაზე. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და ორგანიზაციას, დაგმოს ეს ბარბაროსული ომის დანაშაული",- წერს კულება Twitter-ზე. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)