|
2023-07-22 17:01:28, 1584 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკისა და იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს. ზელენსკის თქმით, საუბარი ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას შეეხო. "სატელეფონო საუბარი მქონდა NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან. განვიხილეთ ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულება და შემდგომი ნაბიჯები უკრაინის NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ერთმანეთს გავუზიარეთ შეფასებები შავ ზღვაში არსებულ ვითარებასა და რისკებზე, რომელიც გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ პრიორიტეტულ და სამომავლო ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებელია შავის ზღვის მარცვლეულის დერეფნის განბლოკვისა და მდგრადი მუშაობისთვის",- წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)