|
2023-07-21 16:42:31, 907 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, არსებულ პოლიტიკასა და მომავლის ხედვებზე იმსჯელეს. "შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამაზე, რომელსაც სააგენტო UNHCR-ის მხარდაჭერით ახორციელებს. საუბარი ასევე შეეხო უკრაინელი ლტოლვილებისათვის განხორციელებულ აქტივობებს, რომელსაც სააგენტო უზრუნველყოფს და ამ მიმართულებით UNHCR-ის საკოორდინაციო პლატფორმის მნიშვნელობას. მხარეები სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)