|
2023-07-21 14:42:19, 1971 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანიამ უკრაინას Leopard 1-ის ტიპის 10 ტანკი გადასცა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა, რომელიც Leopard 1-ის ტიპის 10 ტანკს მოიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ტანკების გარდა, უკრაინას ასევე გადაეცა 20 MG3 ტყვიამფრქვევი 1 300 ჭურვი 1 500-მმ-იანი ჰაუბიცებისთვის, 1 ხიდის სისტემა და 12 მისაბმელი. გარდა ამისა, დახმარების პაკეტში ასევე შედიოდა 10 სახმელეთო სარადარო სადგური, გარდა ადრე გადაცემული 8-სა; კიდევ 16 Zetros სატვირთო მანქანა, 4 მანქანა მესაზღვრეებისთვის, კიდევ 100 000 ინდივიდუალური ტაქტიკური პირველადი დახმარების ნაკრები. შეგახსენებთ, რომ მანამდე, ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულება დაახლოებით 600 მილიონი ევროა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)