|
2023-07-20 15:06:04, 921 ნახვა
საზოგადოება
ზღვისუბანში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 100 მ სიგრძის კედელი შენდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. „რომელაშვილის ქუჩაზე გამაგრების სამუშაოები ოთხ ეტაპად მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდება, რის შემდეგაც საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება. ბოლო ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის სავალი ნაწილი სრულად გაიხსნება და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეაწუხებს. ასევე, საყრდენი კედლის მოწყობის დასრულების შემდეგ, ლითონის დამცავი ღობე დამონტაჟდება“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობას ბიუჯეტში 800 060 ლარი აქვს გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)