|
2023-07-20 13:59:36, 790 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ აგლაძის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში დასუფთავების აქცია ჩაატარა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა აგლაძის ქუჩა N10, N14 და N16ა-ში მდებარე რეკრეაციულ სივრცეში დასუფთავების ღონისძიება ჩაატარეს. ტერიტორია გაიწმინდა, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამშენებლო ნარჩენისგან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო. „გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, ნუ დავანაგვიანებთ რეკრეაციულ სივრცეებს. ასეთ ადგილებში საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნარჩენის დაყრა დაუშვებელია. მსგავსი პრობლემების მოგვარებას მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, საზოგადოების თანადგომით შევძლებთ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. დასუფთავების აქციაში ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 25 თანამშრომელი და კომპანიის სპეცტექნიკა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)