|
2015-02-10 10:03:47, 680 ნახვა
პოლიტიკა
IDFI-მ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატურა წარუდგინა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესის სასამართლოს მოქმედი მოსამართლის, ნათია წკეპლაძის კანდიდატურა შესთავაზა. IDFI-ს ინფორმაციით, ნათია წკეპლაძე 1999-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 2004 წლამდე ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარე. 2005 წლიდან ნათია წკეპლაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრია. მას მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ეწევა საგანმანამთლებლო და აკადემიურ საქმიანობას უმაღლეს სასწავლებლებში, არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მოწვეული ექსპერტი ადმინისტრაციული სამართლის დარგში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი და თანაავტორი. „ნათია წკეპლაძე არის უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანი და მოსამართლე, ის ყოველთვის გამოირჩევა მიუკერძოებლობითა და მაღალი პროფესიონალიზმით თავის საქმიანობაში, რის გამოც სარგებლობს დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით მოსამართლეთა კორპუსში, აკადემიურ წრეებში, სამოქალაქო საზოგადოებაში. მისი სასამართლო გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში გამხდარა მნიშვნელოვანი პრეცედენტის შემქმნელი სხვადასხვა პრობლემური სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტისას. ნათია წკეპლაძის ხედვები საჯარო სამსახურში პროფესიული ეთიკის სტანდარტების შესახებ, ხშირად გამხდარა სამაგალითო საჯარო სექტორისთვის. ნათია წკეპლაძე არის სამართლის დარგში მაღალი დონის პროფესიონალი, პრინციპული ადამიანი და დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, მას აქვს ძლიერი ორგანიზაციული უნარები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის“, – ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებაში. IDFI მიიჩნევს, რომ ნათია წკეპლაძის კვალიფიკაცია, პროფესიული გამოცდილება, რეპუტაცია და პიროვნული თვისებები სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)