|
2023-07-19 11:33:10, 854 ნახვა
საზოგადოება
„ოაზისის“ ადვოკატი - სამედიცინო წარმომადგენელი და მაშველები წამებში იყვნენ ადგილზე და ცდილობდნენ ბავშვის გადარჩენას
მოზარდი ჩასული იყო აუზის იმ მონაკვეთში, რომელიც ბავშვებისთვის საბანაოდ განკუთვნილი არ არის,- ამის შესახებ ადვოკატმა, კახა წერეთელმა ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ადვოკატმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, შემთხვევიდან რამდენიმე წამში სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი და მაშველები ადგილზე იყვნენ და მოზარდის გადარჩენას ცდილობდნენ. "მოხდა უდიდესი ტრაგედია და მინდა, სასტუმროს ადმინისტრაციის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. სამედიცინო პუნქტი არსებობს ტერიტორიაზე, როგორც არის წესი. შემთხვევიდან რამდენიმე წამში სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე და ცდილობდა დახმარების აღმოჩენას. მაშველები დაუყოვნებლივ იყვნენ შემთხვევის ადგილზე. ვალდებულება იმისა, რომ ყოველ აუზთან თითო მაშველი იყოს, ასეთი ვალდებულება არ არსებობს. ის, რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, ყველაფერი შესრულებული იყო... ბავშვი ჩასული იყო აუზის იმ მონაკვეთში, რომელიც ბავშვებისთვის საბანაოდ განკუთვნილი არ არის",- ამბობს კახა წერეთელი. მისივე თქმით, სასტუმროს ადმინისტრაცია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს. ცნობისთვის, გუშინ, 18 ივლისს ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისის" აუზში 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიხრჩო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)