|
2023-07-19 10:24:32, 682 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძის განცხადებით, „ციფრული უნივერსიტეტის“ საშუალებით მსჯავრდებულს შეუძლია ისწავლოს და მიიღოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმართა რესოციალიზაციისთვის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია „ციფრული უნივერსიტეტი". „წარმატებული რესოციალიზაციის რეალური გასაღები არის განათლება. ჩვენ დისტანციური სწავლების მეთოდი დავნერგეთ პენიტენციურ დაწესებულებებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად. ეს არის საპილოტე პროექტი სახელწოდებით „ციფრული უნივერსიტეტი", რომლის მეშვეობითაც დღეს მსჯავრდებულებს აქვთ საშუალება, ისწავლონ საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში სხვადასხვა პროგრამაზე და მიიღონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი განათლებული ადამიანი დაუბრუნდება საპატიმრო დაწესებულებიდან შემდგომ თავის ოჯახებს და საზოგადოებას. შესაბამისად, პირმა უკვე იცის, რომ, როდესაც ის დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას, მას ექნება დიპლომი და შეძლებს დასაქმებას", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)