|
2023-07-19 10:21:31, 641 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - ჩვენი მიზანია, როდესაც ადამიანი დატოვებს დაწესებულებას, შეძლოს მუშაობა, ჰქონდეს განათლება და არ იფიქროს ახალი დანაშაულის ჩადენაზე
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში" პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებზე ისაუბრა. „როდესაც ადამიანი პენიტენციურ დაწესებულებაში ხვდება, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს ამ ადამიანის სრულყოფილი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია. ჩვენი მიზანია ის, რომ, როდესაც ადამიანი დატოვებს დაწესებულებას და დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, მან შეძლოს მუშაობა, ჰქონდეს განათლება და არ იფიქროს ახალი დანაშაულის ჩადენაზე. დღეს პატიმრებს აქვთ შესაძლებლობა, აწარმოონ გარკვეული პროდუქცია და მოახდინონ მათი რეალიზაცია. მაგალითისთვის: ჩვენ გავხსენით „რე-მარკეტი", სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს პატიმრების მიერ დამზადებული პროდუქცია; გავხსენით „რე-მარკეტის" ონლაინ მაღაზიაც, სადაც, ასევე, იყიდება პატიმრების მიერ დამზადებული ნივთები და მათი შეძენით როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელებს შეაქვთ წვლილი რესოციალიზაციასა და დანაშაულის პრევენციაში. ასევე, არსებობს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ბაღები, სადაც მსჯავრდებულებს მოჰყავთ ხილი თუ ბოსტნეული და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ხმარდება მათ საჭიროებებს. გამომუშავებული თანხით მათ შეუძლიათ, ციხიდან საკუთარ ოჯახის წევრებსაც დაეხმარონ", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)